ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია კლინიკური ფარმაკოლოგიის მიმართულებით, ექიმების გადამზადებას გეგმავს.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმების მიერ პაციენტებისათვის მედიკამენტების არარაციონალური დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, ასოციაცია კლინიკური ფარმაკოლოგიის მიმართულებით, ექიმების გადამზადებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს JANDACVA.GE-ს პრესკლუბში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის ხელმძღვანელი რუსუდან ჯაში უძღვებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო სამედიცინო პერსონალის მხრიდან მედიკამენტების არარაციონალურად დანიშვნა და ამ პრობლემის გამსოწორების გზები. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ მიღებული რეკომენდაციები ასეთია: ექიმებმა პაციენტებისათვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძრვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით; არაორიგინალი პრეპარატების მიღებისას რეკომენდაციაა, ყურადღება მიექცეს ფაას, რადგან რიგ შემთხვევაში, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ჯენერიკის ფასი ბევრად აღემატება ორიგინალის ფასს; ჯანდაცვის სამინისტროს მიეცეს რეკომენდაცია, რომ გადახედონ გადახედონ ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები; მოხდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა და მასში განსაკუთრებით გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი.
არჩილ მორჩილაძე და რუსუდან ჯაში აცხადებენ, რომ პაციენტისათვის რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულად დანიშვნის დროს, უკუჩვენებების გამოწვევის ალბათობა 90%-მდეა.
„კლინიკური ფარმაკოლოგია არის მედიკამენტის ინდივიდუალური შერჩევა. დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკური ფარმაკოლოგიის ცოდნას. არ ხდება კლინიკური ფარმაკოლოგიის სწავლება სამედიცინო ფაკულტეტებზე. პრობლემა ექიმი კი არა, სისტემაა. ჯობს, სტუდენტს ვასწავლოთ, ვიდრე ექიმები გადავაჩვიოთ ჩვევას. წლების წინ ეს საგანი ისწავლებოდა სამედიცინო უნივერსიტეტებში, მაგრამ შემდეგ საათები შეამცირეს, ბოლოს კი სრულად გააუქმეს", - განაცხადა რუსუდან ჯაშმა.
„ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში სასწავლო პროგრამების დაწყებას, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება", - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.