საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელად საბურთალოს რაიონის ოცმეთაური, დავით მჟავია დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დავით მჟავია უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.
დავით მჟავიამ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ხურცია ჩაანაცვლა.