logo_geo
eng_logo
მარტა ქარუმიძე: მინდა მოგიყვეთ ადამიანზე, რომელმაც წლების წინ ჩემი ცხოვრება შეცვალა...
- +

6 მარტი. 2017. 01:27


 

ჟურნალისტი მარტა ქარუმიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მინდა მოგიყვეთ ადამიანზე, რომელმაც წლების წინ ჩემი ცხოვრება შეცვალა, შეცვალა უკეთესობისკენ. 18 წლის ვიყავი, როცა მასთან „კავკას-პრესში" მივედი, პატარა გოგო, ცხოვრებას საერთოდ რომ არ იცნობდა. ვუთხარი, სამსახურის დაწყება მინდათქო. ალბათ ჩემმა მაშინდელმა სითამამემ თუ მონდომებამ ათქმევინა, ვცადოთო და ერთ თვეში სააგენტოს თანამშრომელი გავხდი. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური.

პაატა ყურაშვილი - „კავკას-პრესის" გენერალური დირექტორი იყო. ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებში მედგა გვერდით და ყოველთვის ვგრძობდი მის მხარდაჭერას (და არა მარტო მე). ბევრჯერ გვიკამათია, კამათი განსაკუთრებით უყვარდა, ხანდახან მეგონა, რომ შეგნებულად გვეკამათებოდა, რომ შეგვძლებოდა და გვესწავლა ჩვენი აზრის და ნათქვამის დაცვა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, დილის 8 საათიდან 12-მდე მუშაობდა, იშვიათად მინახავს ვინმე, ვისაც ასე ძალიან უყვარდა თავისი საქმე. ჩემი პროფესია რომ მიყვარს, სწორედ მისი დამსახურებაა.

პაატას გარდაცვალების ამბავი იმდენად მოულოდნელი იყო, დღესაც მიჭირს დაჯერება. სამწუხაროდ, მისი არც ერთი ფოტო არ მაქვს, ფოტოების გადაღება დიდად არ უყვარდა.

ქართულ ჟურნალიტიკაში იყო ასეთი ადამიანი - პაატა ყურაშვილი, რომელმაც ჟურნალისტების ბევრი თაობა გაზარდა, თუმცა არასდროს ქონდა პრეტენზია მისი სახელი და გვარი ვინმეს სცოდნოდა, ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი საქმე და პროფესია. რამდენჯერაც ძველ სამსახურთან გავივლი, მინდა შევაღო კარი და ვუთხრა, „ბატონო პაატა, მოვედი". რამდენიმე დღეში პაატას დაბადების დღეა", - წერს მარტა ქარუმიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner