რეჯისორი რატი წითელაძე სოციალურ ქსელშ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გთხოვთ გაიზიაროთ.
ჩვენი ფილმის პროექტი „კანის" ფესტივალზე მოხვდა.
მე მინდა რომ ეს ფილმი ქართული ნაწარმოები იყოს, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის გარეშე მე ამას ვერ შევძლებ..
გთხოვთ დარეკეთ საქველმოქმედო ნომერზე, მაგთი - ბილაინი:
0901701243
(ზარის ღირებულება 1 ლარი)
პროეკტის მიზანია ოჯახში ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა და ქალთა და ბავშვთა უფლებების დისკრიმინაციის ნაკლებად ხილული ფორმების გათვალსაჩინოება.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე არანაირი ფინანსები არ გაგვაჩნია. თქვენი მხარდაჭერის გარეშე მე ამ ფილმს ვერ გადავიღებ.
კომპანიებს, ორგანიზაციებს ან დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ფილმი წარადგინოთ საერთაშორისო ფესტივალებზე ან გახდეთ ჩვენი პარტნიორები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
ჩვენი საბანკო ანგარიშია:
ლიბერთი ბანკი
GE83LB0711194436896000
რატი წითელაძე
თითოეული თქვენგანი, ვინც თუნდაც პატარა წვლილს შეიტანს ამ ფილმის შექმნაში, მოხსენებული იქნება ფილმის სამადლობელო ნაწილში.
გთხოვთ გაიზიაროთ.
უღრმესი მადლობა!", - წერს წითელაძე.