logo_geo
eng_logo
„ევროპის მოსამართლის უპრეცედენტო თვითნებობა“
- +

6 მარტი. 2017. 02:59



სამართლის დოქტორი ბიძინა სავანელი განცხადებას ავცელებს:


„ევროპის მოსამართლის უპრეცედენტო თვითნებობა.

 

1. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ხელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ავტორიტეტი და დამოუკიდებლობა, რადგან მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ისე დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილის ჩათვლით, არ გამოუთხოვია, და შესაბამისად, არ გაცნობია, რითაც თავად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 6, რომელიც კონვენციას მიერთებულ წევრი- სახელმწიფოების მოსამართლეებს ავალდებულებს იყოს მიუკერძოებელი.

 

2. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ხელყო საქართველოს სუვერენიტეტი, კერძოდ სახელმწიფოს შიანაურ საქმეებში ჩაურევლობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, როდესაც კერძო სამართლის სუბიექტებს - მესაკუთრეებს - შორის კერძო სასამართლო დავა თვითნებურად გადაიყვანა საჯარო სამართლის სივრცეში ანუ კერძო სასამართლო საქმეს პოლიტიკური დავის ფორმატი მისცა, რითაც საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგსა და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა.

 

3. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ თავისი სამპუნქტიანი მოთხოვნით იმთავითვე სადაო გახადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ანუ წინასწარ გამოხატა თავის აზრი, რითაც თავად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 10, რომლის ძალით: გამოხატვის თავისუფლების "განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის7 უზრუნველსაყოფად." უფრო მეტი, ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ევენტუალურად ზეწოლა მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც შეიძლება განიხილონ საკუთრების კუთვნილების შესახებ აღნიშნული სამოქალაქო საქმე", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner