ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილეობიდან დავით საყვარელიძის გათავისუფლების თაობაზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ განცხადებას სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პირადად ვიყავი მოწმე იმისა, რომ როცა საყვარელიძე თანამდებობაზე დანიშნეს, პრეზიდენტმა პოროშენკომ პირადად მიანიჭა მას მანდატი, დამხმარებოდა მაფიასთან ბრძოლაში. მან ბევრი საქმე აღძრა და დღეს ის მოხსნეს სწორედ ოდესის მაფიის მეთაურის, კივილიოვის წერილის საფუძველზე. პრეცედენტი, როდესაც პროკურორს ხსნიან ადგილობრივი, სეპარატიზმში შემჩნეული, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს საყვარელიძის მოხსნასთან დაკავშირებით. ეს უნდა გაკეთდეს არა რომელიმე ჩვენგანის სასარგებლოდ, არამედ, უკრაინის მომავლისა და ერთიანობისთვის", - წერს სააკაშვილი.