გერმანიის სამი ქალაქის მიერ თურქი მინისტრებისათვის წინასაარჩევნო გამოსვლების აკრძალვის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღარმა ანკარის მიმართ გერმანიის პოლიტიკა ნაცისტების მეთოდებს შეადარა.
„თვქენი მეთოდები არაფრით გამოირჩევა ნაცისტებისაგან", - განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, სააგენტო AFP-ს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ამ დღეებში გერმანიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 7 მარტს ჩავუშოღლუ ჰამბურგში ჩავა. მომდევნო დღეს ის თავის გერმანელ კოლეგას ზიგმარ გაბრიელს შეხვდება.
ბოლო დღეებში გერმანიასა და თურქეთს შორის დიალოგი საკმაოდ დაიძაბა. მას შემდეგ, რაც გენმანიის სამ ქალაქში თურქეთის ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებს სააგიტაციო გამოსვლების უფლება არ მისცეს, გერმანელებმა თურქ მინისტრს და საკონსულოს წარმომადგენელს ლევერკუზენში დაგეგმილ კონცერტზე სიტყვის გამოსვლის საშუალება მისცე. კონცერტი დღეს გაიმართა და ერთ-ერთი თურქული არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.