ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ „რუსთავი 2"-ის გაჩერებით ძალიან დიდ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ბატონო პრეზიდენტო,
რატომ ხმარობ სიტყვა - გაჩერებას? რატომ თვლი თუ მიშა არ არის პატრონი „რუსთავი 2"-ის, ესე იგი ის გაჩერებულია. სიტყვა სწორედ ვერ შეარჩიეთ თუ ასეთი ინტერპრეტაცია თქვენთვის რაიმე დივიდენდის მომტანია?", - ამ სიტყვებით უპასუხა პრეზიდენტს ქიბარ ხალვაშმა.