logo_geo
eng_logo
სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
- +

6 მარტი. 2017. 03:26



ქალთა კვირეულის ფარგლებში, 7 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის ისნის #8 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.


საქველმოქმედო აქცია პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის და თბილისის მე-4 საოჯახო სამედიცინო ცენტრის ეგიდით უკვე მესამე წელია იმართება.


დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მრავალი ქალის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. აქციის ფარგლებში, პაციენტებს საჭიროებისამებრ ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკური კვლევები, ბენეფიციარებს სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი მოემსახურება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner