logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: რას ნიშნავს, რომ იარაღი მე მეკუთვნოდა? რითი მტკიცდება? არანაირი კავშირი არ მაქვს იარაღთან
- +

6 მარტი. 2017. 11:37



„იარაღი ცხოვრებაში არ მქონია", - ასე გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის.


როგორც მამალაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ამოღებულ იარაღთან კავშირი არ აქვს.


„ძველით ახალ წელს ვიყავი შარდენის 12-ში, 15 კაცთან ერთად, ძალიან კარგი დრო გავატარე. იარაღი ცხოვრებაში არ მქონია, არც შეხება მქონია. რამიშვილი რას ამბობს, არ ვიცი. ამ თემასთან დაკავშირებით მე არ დავკითხულვარ. რას ნიშნავს, რომ იარაღი მე მეკუთვნოდა? რითი მტკიცდება, რომ მე მეკუთვნოდა, ჩემზეა გაფორმებული იარაღი? არანაირი კავშირი არ მაქვს იარაღთან. შეუძლებელია, როგორ შეიძლება 34 წელი ცხოვრებდე, ამდენი წელი ჟურნალისტიკაში იყო და უცებ, ამ ასაკში დადგე და მამაოს იარაღი მიაბარო, ხომ არსებობს რაღაც ლოგიკა? შეუძლებელია ასეთი რაღაც", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.


„დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის", - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" განაცხადა.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner