logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნება“ ევროპის სახალხო პარტიას არ დაუპირისპირდება
- +

29 მარტი. 2016. 16:57


„ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ხელისუფლება და „ქართული ოცნება" ევროპის სახალხო პარტიას დაუპირისპირდეს, რაც ნამდვილად არ მოხდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის ჯოზეფ დოულის განცხადების შეფასებისას აკეთებს. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, შესაძლებლობის შემთხვევაში, სიამოვნებით შეხვდება ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელს, რომელიც საქართველოში ჩამოდის.

 

„ეჭვი არ მეპარება, რომ ის მზაკვრული გეგმა და მავნებლობა, რაც ჯოზეფ დოულის განცხადებაში გამოიხატა, „ნაციონალური მოძრაობის" ხელითაა გაკეთებული. თუმცა ამას აქვს რამდენიმე მიზანი, მათ შორის ერთ-ერთი არის ის, რომ ხელისუფლება და „ქართული ოცნება" დაუპირისპირდეს ევროპის სახალხო პარტიას, რაც ნამდვილად არ მოხდება და მე დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტში სახალხო პარტია, მათ შორის ჯოზეფ დოული სრულად დაგვიჭერს მხარს და ჩვენი ქვეყანა მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას განსაზღვრულ დროში", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner