საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი უკვე დაიკითხა. როგორც ედიშერ ქარჩავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამავე საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტის გარდა კიდევ რამდენიმე პირი დაიკითხა.
ქარჩავას განცხადებით, დაკითხული პირები დეკანოზ „გიორგი მამალაძის საქმიანობასთან უშუალო კავშირში არიან, თუმცა ისინი სასულიერო პირები არ არიან".
მისივე ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილისა და სხვა პირების დაკითხვა მთავარ პროკურატურაში მოხდა.