logo_geo
eng_logo
ისნის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს
- +

15 თებერვალი. 2016. 14:21


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ დედაქალაქის მერ დავით ნარმანისთან და რაიონის გამგებელ ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად სამგორის # 18-ში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.


აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის კაპიტალური შეკეთება დეპუტატის შუამდგომლობით მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 3000 მ2 ტერიტორიაზე ბორდიურებისა და სათამაშო მოედნის მოწყობაა დაგეგმილი.


ზურაბ ნეფარიძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი 40 წელზე მეტია არ შეკეთებულა, რაც პრობლემას უქმნიდა როგორც სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებას. აღნიშნული პროექტი, რომელიც მოსახლეობის თხოვნისა და რაიონის მაჟორიტარის უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება, იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner