logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია: კომპრომატების ომი დაიწყო!
- +

29 მარტი. 2016. 17:08


უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია „ასავალ-დასავალთან" პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბრობს. ხაბურძანია არ გამორიცხავს, რომ ნაციონალებზე გამოქვეყნდეს მათ მიერვე გაკეთებული კადრები, რაც შემდეგ ამ ხელისუფლებას დაბრალდება და განაცხადებენ, რომ კადრები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არის გადაღებული.


„კომპრომატების ომი დაიწყო, მაგრამ რადგან ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, შესაძლოა, მათი გავრცელებისგან ცოტა ხნით თავი შეიკავონ. სავარაუდოდ, ეს ბინძური კამპანია ამით არ დასრულდება. კადრები კიდევ არის დარჩენილი. ორ-სამ ქალბატონზე რა ხმებიც დადიოდა, ნაწილობრივ ვიხილეთ. ლამის მთელმა თბილისმა იცოდა მათი ამბავი, უბრალოდ, კადრები არ ჰქონდათ ნანახი. ამგვარი ხმები რამდენიმე მამაკაცზეც დადის და შესაძლოა, შემდეგი სწორედ ეს იყოს. არ გამოვრიცხავ, ნაციონალების ჯგუფზე გამოქვეყნდეს კადრები, რაც ისე იქნება გაკეთებული, თითქოს დღევანდელი ხელისუფლების დროს არის გაკეთებული. ამგვარი პროვოკაცია ნაციონალებისგან მოსალოდნელია", - განაცხადა ხაბურძანიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner