საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ქალბატონი შორენა დაიკითხა მთავარ პროკურატურაში, ზუსტად არ ვიცი, ხუთშაბათს თუ პარასკევს საღამოს. როგორც მე ვიცი, ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. სამართლებრივად მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილ იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში", - განაცხადა ქარჩავამ.
საპატრიარქოს იურისტის თქმით, უშუალოდ იგი დაკითხვას არ ესწრებოდა, შესაბამისად, მისთვის უცნობია, კონკრეტულად თუ რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას შორენა თეთრუაშვილთან.