logo_geo
eng_logo
მერაბ ბლადაძე: მოგიწოდებთ, წინ აღვუდგეთ ბანკების, მევახშეების თვითნებობებს!!!
- +

6 მარტი. 2017. 15:06



„ქობულეთელთა საყურადღებოდ!!! იწყება იპოთეკით დაზარალებულთა მასობრივი გამოსახლებები, ბანკებმა უკვე გადასცეს სააღსრულებლო ბიუროსა და პროკურატურას გამოსასახლებელთა სიები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე წერს.


„10 მარტს  ჩანიშნულია პირველი გამოსახლება, ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N:120, ედნარ ქათამაძე... ეს ოჯახი, ისევე როგორც სხვა, გამოსახლების რიგში მდგომი ოჯახები, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ოჯახები არიან...

 

მოგიწოდებთ ყველა ქობულეთელს, 10 მარტს, დილის 10 საათზე, მობრძანდეთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე და წინ აღვუდგეთ ოჯახის დაღუპვას, წინ აღვუდგეთ პრეცედენტს, თორემ ხვალ-ზეგ შენ გამოგასახლებენ და დაიღუპები!!!

 

მე არ მოგიწოდებთ ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებისკენ, მე მოგიწოდებთ, წინ აღვუდგეთ ბანკების, მევახშეების თვითნებობებს!!!" - წერს ბლადაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner