logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: დღეს პროკურატურამ საპატრიარქოდან დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო
- +

6 მარტი. 2017. 15:36



საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავა განცხადებით, პროკურატურის წარმომადგენელი დღეს იმყოფებოდა საპატრიარქოში სასამართლო განჩინებით და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო.


ქარჩავამ საუბრისას თავი შეიკავა, თუ რა სახის იყო ეს ინფორმაცია.


რა ტიპის ინფორმაცია ამოიღეს, მე ამაზე კონკრეტულად ვერ გეტყვით. თუმცა, პროკურატურის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჩვენთან სასამართლო განჩინებით და მათთვის საინტერესო დოკუმენტაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა მამა გიორგი მამალაძესთან, ამოიღეს", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.


საპატრიარქოს იურისტის თქმით, პროკურატურას სხვა პირთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საპატრიარქოდან არ ამოუღია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner