„კითხვა რჩება კითხვად, რატომ არ მიიღო თავდაცვის სამინისტრომ უფასოდ შეთავაზებული ქონება და რატომ გადაიხადა შემდგომში მილიონობით ლარი სახელმწფიო ბიუჯეტიდან იმავე ქონებაში", - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ირაკლი სესიაშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა. ნინო აღლემაშვილის თქმით, ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
„მან კიდევ ერთხელ ნათლად ისაუბრა იმ იდეის მიზანშეწონილობაზე, რომელიც „სპეცკავშირმშენის" ხელმძღვანელს ჰქონდა და რომელიც მან თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას გააცნო. კითხვა კითხვად რჩება - რატომ არ მიიღო თავდაცვის სამინისტრომ უფასოდ შეთავაზებული ქონება და რატომ გადაიხადა შემდგომში მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმავე ქონებაში", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.