4 მარტს ოზურგეთში სალოტბარო სკოლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა. კონცერტს დაესწრნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ანსამბლ „რუსთავის" ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ „ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის" დირექტორი ნანა გოთუა.