ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 50-მდე საცხოვრებელი სახლი გადაიხურა. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.
დასრულებული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ დაათვალიერეს.
„მიმდინარე წლის სტიქიური მოვლენების დროს ოზურგეთის სოფლებში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. მდგომარეობა შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა, დადგინდა ზარალის ოდენობა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოხდა 50-მდე კერძო და 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა. საერთო ჯამში 100-მდე ოჯახს დავეხმარეთ", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
პროექტის ჯამური ღირებულება 260 000 ლარს შეადგენს.