„აქედან წავალ პირდაპირ უკრაინაში და არავითარ კოლონიაში", - ამის შესახებ ნადია სავჩენკო აცხადებს. სავჩენკოს წერილი „ტვიტერით" მისმა ადვოკატმა მარკ ფეიგინმა გაავრცელა.
„სასამართლო არის ფარსი, განაჩენი - ბლეფი. ვაჭრობა მოხდება. ყველა შეეცდება, ჩემით მიიღოს რაც შეიძლება მეტი და დაელოდება მოსახერხებელ მომენტს, რათა საკუთარი ქულები არ დაეკარგოს. მე პოლიტიკოსების სავაჭრო საქონელი არ გავხდები, ამიტომ ჩემს ბედს გადავწყვეტ თვითონ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვურჩევ, არ ივაჭრონ ჩემით, არამედ მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ჩემი სიკვდილით ვერვინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ ან ომისკენ... შიმშილობას დავიწყებ 6 აპრილიდან და გამარჯვებამდე არ შევწყვეტ. აქედან წავალ პირდაპირ უკრაინაში და არავითარ კოლონიაში", - წერს სავჩენკო.