logo_geo
eng_logo
“თუ ამ პრობლემას სახელმწიფოებრივად მივუდგებით, მაშინ გადავრჩებით!”
- +

29 მარტი. 2016. 17:55


„წინა კვირას მცხეთის ჯვრის მონასტრის დასავლეთ კედელზე არაბული, თურქული და ლათინური წარწერები გაჩნდა... როგორც „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიმიტრი ჩუბინიძე ამბობს,  „თუ ამ პრობლემას სახელმწიფოებრივად მივუდგებით, მაშინ გადავრჩებით! თუ არა და, საბედისწეროდ ახდება სწორედ მცხეთის ჯვრის მონასტრის ძირას, ლერმონტოვის მიერ პოემა „მწირში" ნათქვამი „бежали робкие грузины" და მართლაც მოგვიწევს აქედან გაქცევა!"


„წინა კვირას მცხეთის ჯვრის მონასტრის დასავლეთ კედელზე არაბული, თურქული და ლათინური წარწერები გაჩნდა... ყველაზე უფრო კარგად და ფართო პლანით ლათინური ანბანითა და თეთრი საღებავით შესრულებული წარწერა - „AZIZ". მცხეთის ჯვარი ქართულ ეკლესია-მონასტრებსა და სიწმინდეებს შორის ერთ-ერთი უძველესი და უკეთილშობილესი ბრილიანტია, რომელსაც სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის მსგავსად, ლიფტი ვერ მიადგა და იგი „იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

 

ცნობილია, რომ მცხეთის ჯვრის დიდი ეკლესიის მშენებლობა, რომლის კედელიც ჩვენი დროის ვანდალებმა შებღალეს, 586 წელს ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ პირველმა (586-605) დაიწყო და ტაძარი განსრულდა 605 წელს...

 

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ „AZIZ"-ის გვერდით ამავე კედელზე სამარცხვინო დამღად ზნედაცემული და ნათურქალი ქართველი „გოგოშკების" - „თამუნას", „ნანასა" და სხვათა სახელებიც გახლავთ მიკრული...

 

მოგეხსენებათ, ჩვენი მეგობარი თურქეთის სპეცსამსახურებთან კიდევ უფრო მეტად დამეგობრებული და გადასკვნილი ხალხი ბათუმში დიდი ხანია, ემზადება სულთან აბულ აზიზიეს (1861 -1876) მეჩეთის აღსადგენად, რომელიც თურქებმა აჭარაში 1869 წელს ააშენეს.

 

აჭარაში თურქეთის ნახევრადქართველი სულთანის აზიზიეს სახელობის მეჩეთი რომ არ აღდგეს, ამისთვის აუცილებელია ყველა იმ უკეთურის გამოაშკარავება, ვისაც ქართულ ეკლესიებზე „AZIZ"-ის მისაჯღაბნად ხელები ექავება!

 

დასკვნა ერთია!

თუ ამ პრობლემას სახელმწიფოებრივად მივუდგებით, მაშინ გადავრჩებით! თუ არა და, საბედისწეროდ ახდება სწორედ მცხეთის ჯვრის მონასტრის ძირას, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, დაახლოებით 180 წლის წინათ ლერმონტოვის მიერ პოემა „მწირში" ნათქვამი „бежали робкие грузины" და მართლაც მოგვიწევს აქედან გაქცევა!" - წერს დიტო ჩუბინიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner