logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: რაც მერე მოხდა, იმის ყურება და მოსმენა ერთ რამედ ღირდა!
- +

6 მარტი. 2017. 19:11





ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გოგა ხაინდრავამ ბრიფინგი გამართა და კაი ნახევარი საათი ილაპარაკა სტრასბურგის სასამართლოდან ჩამოსულ დოკუმენტზე - იქით მის გამომგზავნ მოსამართლეზე და აქეთ „რუსთავი 2"-ის პატრონებზე. რომ დაამთავრა და შეკითხვები ხომ არ გაქვთო, რომ იკითხა...

 

- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რას იტყვითო?! - ჰკითხა ერთმა, ბრიფინგზე ჟურნალისტად გამოგზავნილმა.

 

დანარჩენს მიხვდებით, მაგრამ რაც მერე მოხდა, იმის ყურება და მოსმენა ერთ რამედ ღირდა!

 

მართლა ასე ჰკითხა! მე ვიყო ის გამოგზავნილი თუ ვტყუოდე!" - წერს მერაბ ხაჩიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner