დონეცკის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში, ავდეევკას კოკსოქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ზომების დარღვევა გახდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესბუბლიკის სამხედრო ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი, შესაძლოა, უკრაინამ სამხედრო ქმედებად მიიღოს.
კიევი და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევაში ადანაშაუებენ.