logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „რუსთავი 2“- ის მიზანია, ყველა არსებული ხერხით საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს!
- +

6 მარტი. 2017. 21:16


 

„რუსთავი 2"-ის პატრონი კიევში ზის და იქიდან ცდილობს, როგორმე დაბრუნდეს საქართველოში და გააგრძელოს ის დანაშაულებრივი პოლიტიკა და ქმედება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა" , - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფალ მედიასთან და მხოლოდ ერთად-ერთ მიზანს ემსახურება, საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს.



„რუსთავი2"- ის მიზანია, ყველა არსებული ხერხით არეულობა გამოიწვიოს საზოგადოებაში. ეს არის პარტიული რუპორი რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფალ მედიასთან და პრესასთან და ეს მშვენივრად იცის იან კელიმ, ისევე როგორც ეს კარად იცის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კომედიანტად გადაიქცა. იმას, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, სხვას ვერაფერს ვერ ვუწოდებ. რაც საზოგადოებამ „იმედის" ეთერში იხილა, ეს არის მხოლოდ უნიჭო კომედიანტობა", - განაცხადა ხაინდრავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner