„ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საკუთარი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების შეურაცხყოფას", - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რუსთავი 2"-ის საქმის შესახებ საუბრისას „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მედიის წარმომადგენელებს მიმართა.
„ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი საქართველოში და მინდა პრესას მივმართო - თავმოყვარეობა იქონიეთ ამით ფასდება თქვენი როლი საზოგადოებაში", - აღნიშნა ხაინდრავამ.