„რუსთავი 2", რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ნაციზმს ემსახურებოდა, დღეს, თურმე, ყოფილა მსხვერპლი",- ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყურადღება მიაქციეთ ამერიკის ელჩის იან კელის განცხადებას "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოსო! ანუ ამერიკის ელჩი გვეუბნება - ეს არხი ეკლესიისა და ქვეყნის მტერია და ასეთად უნდა დარჩეს, ჩვენ ასეთი არხი გვაწყობსო! ამერიკის ელჩმა საერთოდ ვის რა უნდა ასწავლოს და მიუთითოს, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამყვანი ამერიკული ტელეკომპანიები - NBC, IBS, CBS, CNN და გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი" "ამერიკელი ხალხის მტრად" გამოაცხადა...", - განაცხადა მჟვანაძემ.