logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოფილი ხელისუფლების დროს მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ...
- +

6 მარტი. 2017. 22:51



დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2"-თან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც ლაპარაკია ქვეყანაზე, რომელიც შტატებს მიაჩნია თავის სუსტ, პატარა, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორად, ბუნებრივია, რომ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტიდან მსგავსი გაფრთხილებები ისმის. მინისტრის განცხადებით, ყოველთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რადგან ის გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.


„ყოველთვის მნიშვნელოვანია თუ რას წერენ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რადგან მისი მოხსენება ყოველთვის გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული განცხადებების ტონი და დღევანდელი ტონი, ცა და მიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. წინა წლებში მტკიცებით ფორმაში ეწერა, რომ ქვეყანაში წამება იყო პრაქტიკულად დაკანონებული და სიტყვის თავისუფლება იყო სერიოზული საშიშროების წინაშე. დღეს ასეთი რამ მოხსენებებში არ წერია.

 

აშშ-ის დეპარტამენტის მოხსენებაში წერია, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი ჟურნალისტი და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ არაფერი წერია მტკიცებით ფორმაში. როდესაც ლაპარაკია ქვეყანაზე, რომელიც შტატებს მიაჩნია თავის სუსტ, პატარა, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორად, ბუნებრივია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მსგავსი გაფრთხილებები ისმის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner