logo_geo
eng_logo
ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა, შესაძლოა, ერთი წლით ჩამოერთვას
- +

6 მარტი. 2017. 23:48



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს, რომ ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად, შესაძლოა 1 წლით ჩამოერთვას. კომიტეტმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონში შესტან ცვლილებათა პროექტს პირველივე მოსმენით მხარი დაუჭირა.


სხდომაზე  უკონტაქტო პატრულირებისა და მართვის მოწმობაზე ქულების სისტემის შემოღების საკითხები განიხილეს. ახალი რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ ერთი წლით ჩამოერთმევა.


კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში მცირდება. ქულების განულების შემთხვევაში კი, მართვის მოწმობის მფლობელს მოწმობა გაუუქმდება და მას გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner