logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ასეთი პოლიტიკური ანგარიშსწორება ჩრდილოეთ კორეაშიც არ ხდებაო - ამას მიშა ამბობს, სააკაშვილი!
- +

6 მარტი. 2017. 23:59


 

 

„ეს რა მესმის! მიშა ეუბნება უკრაინის სპეცნაზს, არ გრცხვენიათ, ავტომატებით რომ მოდიხართ, წადით იომეთ, თუ რამე შეგიძლიათო! ავტომატებით შეუვარდნენ ქალებს და კანკალებენ ქალებიო! ასეთი პოლიტიკური ანგარიშსწორება ჩრდილოეთ კორეაშიც არა ხდებაო.- ამას მიშა ამბობს, სააკაშვილი!", - ამ სიტყვებით ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი უკრაინის პროკურატურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის სამუშაო კაბინეტის და ბინის ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს:


„მიშა, შე არაადამიანო! პანტიანში, აგარაკზე, დილის 5 საათზე, 30 კაციანმა სპეცრაზმმა რომ ალყა შემოარტყა ჩემს სახლს და ჯერ კიდევ სიბნელეში ავტომატის ლულა რომ გვქონდა მოშვერილი მე და ჩემს 11 წლის შვილს, მძინარეებს, და რომ მანათებდა ეს ავტომატი, შავი ნიღბიანის ხელში, ადვოკატი მახსენებინა ვინმემ?! ჩრდილოეთ კორეის პროკურატურამ გამომიგზავნა, თუ იცი, ის სპეცნაზი პანტიანში თუ შენმა „შვონდერმა" პროკურატურამ"?

 

კანკალებდნენო, უკრაინელი ქალებიო, ეცოდება მიშას! შე „ცრუ ნერონო", გიფიქრია, ქართველი ქალები, ბავშვები და კაცები რომ კანკალებდნენ, კვდებოდნენ, ტყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ, გიფიქრია მათზე და მათ ოჯახებზე?! რატომ გძულდა ასე ძლიერ ნახევარი საქართველო?! შენი და შენი ძალოვნების უკანონობასთან და თავგასულობათან ჩრდილოეთ კორეა რა სახსენებელია!

 

შენ უნდა გასამართლდე, სააკაშვილო!  ოდესაში დაგება ენა? აგებნა სიტყვები?

 

ღმერთს ვთხოვ, არ გახდე უკრაინაში ვინმეს პირადი ანგარიშსწორების (ტყვიის) მსხვერპლი და აქ, საქართველოში წარსდგე მართლმსაჯულების წინაშე! უნდა ნახოს შენმა "საფიცარმა" დასავლეთმა, როგორი დანაშაულია შენისთანა ტირანის მხარდაჭერა!" - წერს ნიკოლეიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner