logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა
- +

29 მარტი. 2016. 18:30


დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრის მთავარ თემას „ადამიანის უფლებები და თავისუფლებები" წარმოადგენდა.



სოზარ სუბარმა სტუდენტებთან საუბრისას სახალხო დამცველად მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა. მინისტრმა ლექციის მიმდინარეობისას პროფესიული განათლების რეფორმის შესახებაც ისაუბრა, რამაც სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.



ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სოზარ სუბარმა სტუდენტებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა. მსგავსი შეხვედრები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner