ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მართლა გასაოცარია თეა ადეიშვილის რიტორიკული კითხვა, სხვის ტელევიზიაში რომ ზის და კითხულობს, „რუსთავი 2"-ის გარდა, სხვაგან სად შეიძლება თავისუფალი აზრის გამოთქმაო. არადა, ზის „tvპირველში" და თავისუფლად საუბრობს, ნუთუ არ შერცხვა მაინც?!", - წერს ჯღარკავა.