„საშინლად ვაფასებ მე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს", - ამის შესახებ მსახიობმა გურანდა გაბუნიამ გადაცემა „მძიმე კაცთან" სტუმრობისას განაცხადა. ბაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ იგი პატრიარქთან და შორენა თეთრუაშვილთან ძალიან ახლოს იყო. როგორც მან აღნიშნა თეთრუაშვილი რომ არა პატრიარქი დიდი ხანი აღარ იქნებოდა.
„მე უკვე ვთქვი, შორენა თეთრუაშვილი რომ არ ყოფილიყო დიდი ხანი არ იქნებოდა პატრიაქრი. შორენა ჩემი ახლობელია, პატრიარქთან ძალიან ახლოს ვიყავი. ერთხელ სიცივეში პატრიარქმა დაინახა რომ მცივა და მითხრა წამოდიო, იქვეპატარა ოთახი აქვს მომცა თავისი ჟაკეტი და ჩამაცვა. თეთრი ლამაზი ჟაკეტი. მე შემოვარდი და ოთარს ვაჩვენე. ცოტახნის შემდეგ მითხრა, აბა ოთარს ჩააცვიო, ამას უკეთ აქვსო. მე ვუთხარი, სად მოყვე რომ მე თქვენ მაჩუქეთ ჟაკეთი, მერე გამხადეთ და ოთარს ჩააცვით. მან მითხრა: გურანდა, ხომ უნდა ხვდებოდე თქვენერთი ხართ", - განაცხადა გურანდა გაბუნიამ.