logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მედიას დაცვა რომ სჭირდება, ეს ფაქტია
- +

7 მარტი. 2017. 01:35


 

„გვაქვს ნათელი მაგალითი, კონკრეტული პოლიტიკური პარტია როგორ აკონტროლებს კონკრეტულ მედიასაშუალებას და  მედიას დაცვა რომ ნამდვილად სჭირდება, ეს ფაქტია და ცალსახაა", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც ჯეჯელავა აღნიშნავს, სწორედ ამან განაპირობა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა. მისივე თქმით, მედიაომბუდსმენის შესაძლო კანდიდატ დუნია მიატოვიჩთან მთავრობას კონსულტაციები არ ჰქონია.


„ჩვენი, მთავრობის მთლიანი კურსი ადამიანის უფლებების და მათ შორის, მედიათავისუფლებაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დასაყრდენი.

 

დუნია მიატოვიჩთან კომუნიკაცია არ ყოფილა. ის  მაგალითად იქნა მოყვანილი.ის ძალიან პრინციპული და სწორედ ისეთი ადამიანია, რომელსაც ისურვებდა ბევრი ჩვენგანი, რომ ენახა ამ მიმართულებით, თუმცა მას თავისი ახლანდელი მოვალეობები აქვს და მასთან ეს საკითხი უნდა იქნას განხილული",- განაცხადა ჯეჯელავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner