logo_geo
eng_logo
გურანდა გაბუნია: მშიერ არტისტებს ძალიან დაეხმარა ბიძინა ივანიშვილი, რაც შეუძლია იმაზე მეტს აკეთებს...
- +

7 მარტი. 2017. 02:59



მსახიობმა გურანდა გაბუნიამ გადაცემა „მძიმე კაცთან" სტუმრობისას განაცხადა, რომ „მშიერ არტისტებს" საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძალიან დაეხმარა და დასძინა, რომ „ივანიშვილი არის ყველას პატრონი". მისი განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ააშენა ყველაფერი რაც შეეძლო.


„მშიერ არტისტებს ძალიან დაეხმარა ბიძინა ივანიშვილი. ოპერა, ბალეტი, ხელოვნება, ინსტიტუტები, აკადემიკოსები, პროფესორები... ბიძინა არის ყველას პატრონი... მე არასდროს არ მიფიქრია მის მინუსებზე. ჩემთვის ცუდი "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია. მე ვთვლი, რომ მაგათ საქართველო ააშენეს, როგორც შეეძლოთ. ის უზარმაზარი სამება რომ დგას თქვენთვის არ ნიშნავს არაფერს? აბა მე ავაშენე? უამრავი რამ გააკეთა, ყველა თეატრი... "ქართული ოცნება" ვისია? ბიძინასია. ბიძინას რაც შეუძლია იმაზე მეტს აკეთებს, ძალიან ბევრს", - განაცხადა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner