ავტორი ნინო ჯიბუტი
ელიზბარ ჯაველიძე: ვერავინ გვასწავლის ევროპელობასა და ტოლერანტობას!
ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის ჟოზეფ დოულის განცხადებას „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, EPP - „ნაციონალური მოძრაობის" მიერაა მოსყიდული. ჯაველიძემ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის სახალხო პარტიის მითითების გარეშეც დემოკრატიულად ჩატარდება საპარალამენტო არჩვენები.
„ესენი მიშას და „ნაციონალების" მიერ მოსყიდული და დაპურებული ხალხია. რომლებიც „ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვიან და ყველანი მომართულები არიან საქართველოს დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ. ისე გამოჰყავთ, თითქოს თავად არიან ევროპელები და ჩვენ გადამთიელები ვართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, ქართველები ცივილიზაციის შემქმნელები ვართ. ჯერ კიდევ როდიდან ვქმნიდით კულტურას და ახლა ვერავინ გვასწავლის ვერც ევროპელობასა და ვერც ტოლერანტობას.
დოულის განცხადება - ეს არის შანტაჟი. ჩვენ ისედაც იცით, რომ დემოკრატიული და ობიექტური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მათ ვინ ეკითხებათ?! რაც შეეხება ვიზა-ლიბერალიზიას, რას მოუტანს ის საქართველოს? - ვიზა-ლიბერალიზაცია მოსახლეობის გადინებას გამოიწვევს, ვიღა დარჩება საქართველოში?!" - განაცხადა ჯაველიძემ.