8 მარტს, 12:00 საათზე, გობელენის მუზეუმში ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ნახატების კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის 56 ბავშვმა მიიღო. კონკურსში არის სამი საპრიზო ადგილი.
გამარჯვებულების დაჯილდოება საზეიმო გარემოში გობელენის მუზეუმში გაიმართება.
ასევე, გამარჯვებული ნახატებისგან მისალოცი ბარათები დამზადდება, რომლებიც ვეტერან ქალბატონებს დაურიგდებათ.