logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: კოალიციაში შემავალმა პარტიებმა არჩევნებზე ცალკე უნდა იყარონ კენჭი!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

29 მარტი. 2016. 18:34


„ახალგაზრდული ცენტრის" წევრმა გიორგი ჩიქოვანმა „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე, კოალიცია „ქართული ოცნების" სავარაუდო დაშლაზე  საუბრისას აღნიშნა, რომ კოალიციაში სხვადსხვა იდეოლოგიის  პარტიები არიან, რაც დაპირისპირებების მიზეზი ხდება. მისი თქმით, კარგი იქნება, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ცალკე იყარონ კენჭი. ჩიქოვანმა განიხილა ის  მიზეზები, თუ რატომ იქნება კოალიციის დაშლა უკეთესი. 


„ბოლო დროს ძალიან აქტიურად განიხილება კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლის საკითხი. შესაბამისად, ამის შემდეგ პარტიები დამოუკიდებლად მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. კოალიციის შექმნა 2012 წელს გარკვეულწილად იმ მიზნისა და იდეის მისაღწევად მოხდა, რომელიც  ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორებას  ქვეყნის მმართველობიდან.

კოალიციაში სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიის პარტიები შედიან და ეს ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ მაი გარკვეული უთანხმოებები აქვთ. მათ შორის არსებობს გარკვეული დაძაბულობა, უთანხმობები. ეს არის თუნდაც გადანაწილების პრინციპი, მინისტრთა კაბინეტში იქნება თუ პარლამენტში, რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ შორის დაპირისპირებებისა და უთანხმოების საგანი ხდებოდა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ იქნება კარგი კოალიციის დაშლა, რაც თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ გარდაუვალი იყო. კარგი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ყველა პარტიას, ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც  გარკვეული პრეტენზია აქვს,  რომ ქვეყნის მართვაში  მონაწილეობდეს,  საშუალება ექნება, წარმოადგინოს თუნდაც თავისი პროგრამა, შეხედულებები, ის კურსი, რაც ექნებათ და გააჩნიათ. ვხედავთ, რომ გარკვეული ბალანსი არ არის დაცული. კურსთან დაკავშირებით ერთიანები შეხედულებები  თითქმის არ არსებობს.  უკვე გაუგებარი ხდება გარკვეული პარტიების შეხედულებები, უხეშად რომ ვთქვათ, ვინ საით მიდის...

პარტიების ცალკე გასვლა არჩვენებზე კარგია იმიტომაც, რომ ამომრჩეველი ნათლად დაინახავს პროგრამებს და იმ შეხედულებებს, რაც გარკვეულ სუბიექტებს გააჩნიათ. ადამიანებს საშუალება ექნებათ,  კარგად დაფიქრდნენ, გაიაზრონ, თუ რომელ სუბიექტს და  გაერთიანებას დაუჭირონ მხარი.

        ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა უფრო უნდა  გაიზარდოს, რადგან კარგად ვხედავთ, რომ  ამჟამად კოალიციაში შემავალი პარტიები ამოფარებულნი არიან ერთ გაერთიანებას. მეეჭვება, რომ ყველას აქვს იმის რესურსი,  რომ დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, რომელიც საჭიროა პარლამენტში მოსახვედრად. არიან პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პოლიტიკური ისტორია აქვთ. თუმცა, მე არ მახსენდება ის მომენტი, როდესაც მათ ცალკე შეძლეს ბარიერის გადალახვა ან  უმრავლესობის შექმნა. კოალიციაში შემავალი პარტიები, მაგალითად, „კონსერვატორები", „ეროვნული ფორუმი", „რესპუბლიკელები" (რომლებმაც შესაძლოა კოალიცია დატოვონ და ძალიან დიდი ალბათობით ასეც მოხდება)  თუ ცალ-ცალკე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ნათლად გამოჩნდება, რომ მხოლოდ ერთ გაერთიანებას ამოფარებული სუბიექტები არიან.  

რატომ ხდებოდა დაპირისპირება   რესპუბლიკური პარტიას დანარჩენ პარტიებს შორის? - კოალიციაში პარტია „ქართული ოცნების" შემდეგ „რესპუბლიკელებს" სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი მანდატი აქვთ,  თუნდაც პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტში. ამიტომაც არ არის  გასაკვირი, ამის  გამოც  არსებობდეს გარკვეული დაპირისპირებები.  ვისაც არ სურს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააძლიეროს თავისი პარტიული საქმიანობა და კვლავ პირველ ოპოზიციონერ პარტიად შევიდეს პარლამენტში, ამისთვისაც კარგი იქნება პარტიების ცალკე გასვლა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას"  ხმებს დაუკარგავს.  ეს იქნება კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა მოახდინოს კოალიციამ დაშლა და პარტიებმა ცალ-ცალკე გასვლა არჩევნებზე.

 კოალიციაში შემავალი პარტიები პარლამენტში მოხვდნენ პარტია „ქართული ოცნების" ხარჯზე. მათ არ აქვთ რეალური პროგრამები, ამიტომ უნდა შექმნან საკუთარი პროგრამა, გააცნონ ამომრჩეველს. ამის შემდეგ კარგად  გამოჩნდება მათი სიძლიერე ან თუნდაც მათი ლეგიტიმურობა", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner