logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს
- +

7 მარტი. 2017. 14:08



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა სიმონ კობეშავიძემ და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ თოფურიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად ჟიული შარტავას საფლავი დღეს გვირგვინით შეამკეს.


საქართველოს ეროვნულ გმირს დღეს 73 წელი შეუსრულდებოდა.


1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა სოხუმში მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner