logo_geo
eng_logo
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

7 მარტი. 2017. 18:05



 „ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში,  თევდორე მღვდლის ქუჩა N10-თან კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.

 

ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და  სადიაგნოსტიკო  სამუშაოები მიმდინარეობს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 7 მარტს, 21:00 საათამდე  წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

 

დაბა წყნეთში:

 

იაშვილის, კოსტავას, ლესელიძის, ჩოლოყაშვილის, ქეთევან წამებულის და მიმდებარე ქუჩებს.

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner