logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: დანარჩენი მედია თავმოყვარეობადაკარგულივით რატომ უსმენს ამ შეურაცხყოფას?!
- +

7 მარტი. 2017. 18:38



საკმაოდ სერიოზული და გონივრული" ეჭვები მაქვს, რატომ არ თვლის 2"-ისგან გალანძღული ქართული მედია თავს შეურაცხყოფილად!" - წერს ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

 

თავისუფალი სიტყვის შუქურა" რომ რუსთავი ორია" და თუ ის არ იქნება (არადა, იქნება), საქართველოში მედია რომ ერთპოლუსიანი დარჩება, ამას გვარამია ამბობს და არც მიკვირს. ჭკვიანური სხვა დროს სხვა რა უთქვამს?!

ამ ფბ-ზე მართლა ძაან ჭკვიანი სამეგობრო მყავხართ და სერიოზულად და ადამიანურად იქნება ამიხსნათ, დანარჩენი მედია თავმოყვარეობადაკარგულივით რატომ უსმენს ამ შეურაცხყოფას?! ეს კიდევ რაა! 12-ში მიტინგზეც მიდის ბევრი გალანძღული (თვითონ, ჩანს, ასე არ თვლიან), ალბათ, იმის სათქმელად - შენ ხარ თუ ხარ და მხოლოდ შენ ქადაგებდი და დღესაც ქადაგებ თავისუფალების ტრიბუნიდანო!!! (?!)

აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ, ვინც მეთანხმებით, ჯერ ხელი ასწიეთ და მერე აზრიც მომწერეთ.

P.S. ტყუილად არ ვწერ, რასაც ვწერ! საკმაოდ სერიოზული და გონივრული" ეჭვები მაქვს, რატომ არ თვლის 2"-ისგან გალანძღული ქართული მედია თავს შეურაცხყოფილად!" - წერს ხაჩიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner