logo_geo
eng_logo
„კავკასუს ონლაინს“ „მაგთიკომი“ ყიდულობს
- +

29 მარტი. 2016. 18:54


„კავკასუს ონლაინმა" და „მაგთიკომმა" ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც „მაგთიკომის" მიერ „კავკასუს ონლაინის" საოპერაციო აქტივების შეძენაზე უერთიერთშეთანხმების პირობებს მოიცავს. ინფორმაციას „კავკასუს ონლაინი" ავრცელებს.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეწყვეტილი მოლაპარაკება შპს „კავკასუს ონლაინსა" და შპს „მაგთიკომს" შორის მიმდინარე წლის მარტის თვეში კვლავ განახლდა.


„საბოლოოდ შევთანხმდით ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც საფუძვლად დაედება საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას. დღეს, შპს „კავკასუს ონლაინსა" და შპს „მაგთიკომს" შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს შპს „მაგთიკომის" მიერ შპს „კავკასუს ონლაინის" საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით, შპს „კავკასუს ონლაინთან" მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს „კავკასუს ონლაინის" მხრიდან ნებისმიერ სხვა, მესამე მხარესთან მოლაპარაკების შეწყვეტას", - ნათქვამია „კავკასუს ონლაინის" განცხადებაში.

 

კომპანიის ინფორმაციით, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2016 წლის 30 მაისამდე. აქტივების გადაცემის, ანუ ინტეგრაციის პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს. „მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ თარიღი, რის შემდეგ საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიის და ფიქსირებულ ტელეფონიის მომსახურებას გაუწევს შპს „მაგთიკომი", გადართვის პროცესი განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში", - ნათქვამია „კავკასუს ონლაინის" განცხადებაში.


2015 წლის 11 აგვისტოს, შპს „კავკასუს ონლაინმა" და შპს „მაგთიკომმა" ერთობლივად მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, „მაგთიკომის" მხრიდან „კავკასუს ონლაინის" აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე. კომისიისგან შესაბამისი წინასწარი თანხმობა კომპანიებმა 2015 წლის 19 ნოემბერს მიიღეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner