logo_geo
eng_logo
რუსთავის მერი „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა
- +

7 მარტი. 2017. 19:31


 

რუსთავის მერ დავით ჯიქიას ინიციატივით, ქალაქში ბუნებრივი აირით გახშირებული ინტოქსიკაციის  შემთხვევების გამო, კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის'' წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახა გუგეშაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე რუსთავში, ბოლო პერიოდში, CO-თი ინტოქსიკაციის გახშირებული შემთხვევების სავარაუდო მიზეზებსა და პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

 

„სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელის, გელა წერეთელის განცხადებით, ბოლო დროს, რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მომატებული ფაქტები მოსახლეობის მხრიდან წყლის გამაცხელებლის და გამათბობლების მონტაჟისას ტექნიკური ნორმების დარღვევევას უკავშირდება.


 

ბოლო დღეების განმავლობაში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ქალაქში 5 ადამიანი გარდაიცვალა. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ამ ადამიანების ოჯახებს. სამწუხაროდ, ამ სავალალო მდგომარეობამდე არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობლებს მვყავართ. ბოლო ორი შემთხვევაში, რომლებიც ფატალურად დასრულდა, ორივე მისამართზე, ,,სოკარის" წარმომადგენლებს შემთხვევამდე 4 დღით ადრე ჰყავდათ მოქალაქე გაფრთხილებული, რომ გამათბობელი არასწორად იყო დამნტაჟებული და მისი დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, მოსახლეობა ასეთ რეკომენდაციებს იშვიათად ითვალისწინებს. ჩვენ მივედით შეთანხმებამდე, რომ მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად დაეხმარება ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვისცენტრს მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებაში. დავიწყებთ საინფორმაციო ფლაერების დარიგებას და განმარტებების მიცემას, თუ რა საფრთხეს უქმნის ადამიანს ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობლები. გარდა ამისა, იმ მისამართებზე, სადაც ინტოქსიკაციის ფატები დაფიქსირდა, კიდევ ერთხელ მოხდება ადგილზე გასვლა და გადამოწმება მოხდა თუ არა კომპანიის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესრულება. გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ ხომ არ მოხდეს CO- მაჩვენებლის ინდიკატორების დამონტაჟება ბინებში, თუნდაც თანადაფინანსების პრინციპით კომპანიასთან ერთად. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ პრევენციის ღონისძიებები გავატაროთ, რადგან დღეს შექმნილი მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია და რაიმე გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, რადგან ყველაზე ძვირფასი ადამიანსის სიცოცხლეა და უნდა გავუფრთხილდეთ მას", - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.


შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შემთხვევების საფრთხის შემცირების მიზნით, რუსთავის მერია და ,,სოკარ ჯორჯია გაზი'' ერთობლივ საინფორმაციო სახის ღონისძიებებს გაატარებენ. თვითმმართველობისა და კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობაში საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ, შემოწმდება ყველა ის ბინა, სადაც არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები ,,სოკარ ჯორჯია გაზის'' თანამშრომლების მიერ ქსელიდანაა მოხსნილი და შედგენილია სათანადო აქტიც. ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. 1-ელი თებერვლიდან დღემდე, რუსთავში გაზით ინტოქსიკაციის 120 შემთხვევაა დაფიქსირებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner