logo_geo
eng_logo
ლაშა ბაქრაძე: საქართველოში არ მიდის დისკუსია, ჩვენ არ ვსაუბრობთ, პირიქით ერთმანეთს ვაგინეთ!
- +

7 მარტი. 2017. 20:33


 

„საქართველოში დიდი ბოღმაა დაგროვილი და ეს იწვევს მუდმივ სიძულვილს", - ამის შესახებ ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ქვეყანაში არ არსებობს დისკუსია ყველა გადასულია „გინებაზე".

 

 

„აქ არ მიდის დისკუსია, ჩვენ არ ვსაუბრობთ, პირიქით ერთმანეთს ვაგინეთ. დღეს ყველაფერთან დაკავშირებით არ არის რაიმე კონსტრუქციული საუბარი, არ ხდება გზების ძიება, თუ რა არის სამომავლოდ უკეთესი, როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა. საქართველო პატარა მამრავლებადაა დაშლილი და საერთო პრობლემასთან დაკავშირებით საერთო გზის ძიება გვიჭირს.

 

ბოღმის სიძულვილის დაგროვება, რომელიც იწვევს აგრესიას, ასევე იწვევს გარკვეული ტიპის უმწეობის გრძნობასაც, რომ არაფერი არ შეგიძლია შეცვალო - ეს დიდი პრობლემაა. არსებობს დაბოღმილობის ნერვული მოშლილობა, პოსტტრავმატული, ასეთი ტერმინიც არსებობს. გერმანელმა ფსიქოლოგებმა თქვეს, რომ ყოფილ ნაცისტურ გერმანიაში ვინც ცხოვრობდა ეს პრობლემა ჰქონდა. ჩვენს საბჭოთა პერიოდიდან მოვდივართ, როცა არ შეიძლებოდა აზრის გამოთქმა და ახლა მოგეცა", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner