logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: დასავლეთის შემდეგი ნაბიჯი იქნება „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნება!
- +

7 მარტი. 2017. 20:46



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დასავლეთის შემდეგი ნაბიჯი იქნება „ნაცების" ხელისუფლებაში დაბრუნება!

 

1. დიახ, დიახ იმ დასავლეთის მიერ რომელსაც დღესაც არ დაუწყია განხილვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ წამებული და დევნილი ადამიანების საჩივრებისა.

 

2. იმ დასავლეთის მიერ რომელმაც ერთ დღეში დაიწყო ფაშისტური და დიქტატურის გამამყარებელი ტელევიზია „რუსთავი 2" საქმის განხილვა და შეაჩერა აღსრულების პროცესი ტელევიზიის ნამდვილ მეპატრონისთვის გადასაცემად.

 

3. იმ დასავლეთის მიერ რომელიც არცერთხელ არ დაინტერესებულა 9 წლიანი რეჟიმის დროს დევნილი და წამებული ადამიანებით და ახლა მერაბიშვილს და ახალიას პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

 

4, იმ დასავლეთის მიერ რომელიც ხელს უწყობდა 9 წლიანი რეჟიმის განმტკიცებას და ახლა ცდილობს ხელისუფლებაში „ნაცები" დააბრუნოს", - წერს მჟავანაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner