logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: სადამდე უნდა გაგრძელდეს საქართველოში ეს „შაპიტო“?!
- +

7 მარტი. 2017. 21:57



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ნაცმედიისგან" ასე დაუღალავად ნაპიარევი და ცრემლდენამდე ტრაგიკომიკური ტელეღიპუცები რომ გამოყავთ - რაღაც ოპოზიციის სახით, არ გაინტერესებთ ერთი, ალალად რამდენი მხარდამჭერი ან პარტიის წევრი ყავთ ამ მასხარებს? აღშფოთდნენ რამეზე და გამოვიდნენ თავის მხარდამჭერებიანად საპროტესტო აქციაზე, გამოვიდნენ და დაგვანახონ რომ საკუთარი თავის გარდა კიდევ ვინმეს თავმჯდომარეები არიან, რომ თავად კი არა, სხვებმა აირჩიეს... ოღონდ მედიას და პოლიციას ვთხოვოთ, არ გაეკარონ, თორემ მასოვკაში მათ გაიყვანენ. გამოვიდნენ და დაამტკიცონ რომ მართლა ვინმე ყავთ მხარდამჭერი. აბა, რა პონტში მოიხსენიებენ საკუთარ თავებს პარტიების თავმჯდომარეებად, სადააა პარტია? სად არიან მათი მხარდამჭერები?

სადამდე უნდა გაგრძელდეს საქართველოში ეს „შაპიტო"?!", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner