logo_geo
eng_logo
პაატა სალია: რა დროც არ უნდა დასჭირდეს სიმართლე აუცილებლად გაირკვევა!
- +

7 მარტი. 2017. 22:14



ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გაგრძელების შესახებ გადაცემა ,,რეაქციაში" გამოეხმაურა.

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე არ მიიღებს ადამიანის უფლების ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას, დაირღვა თუ არა „რუსთავი 2"-ის მიმართ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები, იქამდე შეჩერებული იქნება აღსრულება. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ იყო დარღვევა, ეს შეიძლება იყოს პროცესის ხელახლა დაწყების საფუძველი. თუ არ დაირღვა მოიხსნება შეჩერება", - განაცხადა პაატა სალიამ.


მისი თქმით, საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ იმაზე ადრე განიხილება, ვიდრე სხვა საქმეები, რომელიც წარდგენილია საქართველოდან.

 

„რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამ ამბების გარკვევას, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.  იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ განცხადებას", - განაცხადა პაატა სალიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner