logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა შეგნებულად სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
- +

7 მარტი. 2017. 23:23



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ 2 მარტს გავმართეთ ბრიფინგი, სადაც განვაცხადეთ ის, თუ რა ცვლილებების შეტანას ვგეგმავდით საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი ხედვა პირდაპირ ცხადყოფდა, რომ საუბრები პრეზიდენტთან დაპირისპირების იყო აბსოლუტურად უადგილო და იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები. ამის საპასუხოდ მეორე დღეს გამოვიდა პრეზიდენტი და მან სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ ვთქვით და მოვიყვანეთ კონკრეტული არგუმენტები, სადაც ვადასტურებდით რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ არც ერთი ცვლილება არ იყო მიმართული. ის კი გამოვიდა და თქვა, რომ სპიკერის ამ განცხადებამ ცხადყო, რომ საქმე გვაქვს არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან, არამედ ერთ პერსონაზე მორგებულ ცვლილებებთანო. ეს იყო საზოგადოების, სრულიად შეგნებული შეცდომაში შეყვანა", - განაცხადა იაკლი კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner