logo_geo
eng_logo
ემზარ ჯგერენაია: მოგების გადასახადის ტრანსფორმაციის პროექტი ნოვატორული წინადადებაა
- +

29 მარტი. 2016. 18:56


ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული მოგების გადასახადის ტრანსფორმაცია, ნოვატორული წინადადებაა, რომლის ადაპტირება ბიზნესსაზოგადოებებში მიმდინარეობს.



ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბიზნესს თავს არ უნდა მოვახვიოთ წინადადებები, აქედან გამომდინარე,


ახლა მიმდინარეობს ბიზნესის წინადადებების შესწავლა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული რეფორმის დაწყება მხოლოდ ფინანსურ წელს დაემთხვეს", - აცხადებს ჯგერენაია.



მისი თქმით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება, რომ მთავრობამ მოგების გადასახადი არ გააუქმა, გაზვიადებულია.



მთავრობამ მოგების გადასახადის ტრანსფორმაციის პროექტი წარმოადგინა, რომელიც გარკვეული ექსპერტიზის გასავლელად სხვადასხვა ბიზნესსაზოგადოებებში განიხილებოდა და ბიზნესსაზოგადოება, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი შემოვიდა წინადადებით, რომ ეს არა ივნისში დაიწყოს, არამედ დაემთხვეს საბიუჯეტო წელს. ფინანსური წელი კი, ჩვენთან, იწყება პირველ იანვარს და 31 დეკემბერს მთავრდება. ამიტომ, მათი ეს წინადადება განიხილება. დანარჩენი ყველაფერი არის ნაჩქარევი განცხადებები. ეს ყველაფერი არის გაზვიადებული, იქედან გამომდინარე, რომ ბიზნესს უნდა დავუგდოთ ყური და ბიზნესი გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ. მთავრობის შეთავაზება უვარგისი არ არის", - განაცხადა ექსპერტმა.


საპარლამენტო უმცირესობა ახალ პრემეირს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს - მიხეილ მაჭავარიანმა იმ ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო.



„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ინფორმაციით, მთავრობამ არ გააუქმა მოგების გადასახადი და ამ კუთხით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კანონპროექტზე ბიზნესმა თავად თქვა უარი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner