logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: 2007 წელი, „იმედის“ დარბევა! რა გააკეთა მაშინ სტრასბურგის სასამართლომ?!
- +

8 მარტი. 2017. 00:15



საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „რეაქციაში", 2007 წელის „იმედის" დარბევის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს უმოქმედობა გაიხსენა და რიტორიკული კითხვა დასვა.


„2007 წელი, „იმედის" დარბევა! სარჩელი შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში. ინგა, რა გააკეთა სტრასბურგის სასამართლომ? არ იყო მაშინ შელახული თქვენი უფლებები? სიტყვის თავისუფლება არ იყო შელახული?", - მიმართა ხოფერიამ ინგა გრიგოლიას.  


ხათუნა ხოფერიამ გადაცემის სტუდიიდან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სიფხიზლისკენ მოუწოდა.


„მე მინდა ვისარგებლო თქვენი სტუდიით და ვთქვა- დიდ ნაწილს იმისა, რასაც ხელისუფლება  აკეთებს, სერფინგის ეფექტით აკეთებს. მათ გონიათ, რომ ტალღა ყოველთვის წამოვა. მათ გონიათ, რომ რადგან „ნაციონალური მოძრაობა" ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაშია, მხარდაჭერა მუდმივად ექნებათ და შეცდომებს არ დაუშვებენ. ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა"- ეს არის დამნაშავე პოლიტიკური ძალა და დამნაშავის ბრძოლა ფსიქოლოგიურად ბევრად უფრო დაუნდობელია. ბევრად რთულად განსასაზღვრელი, ბევრად „ვაბანკზე" წასული ბრძოლაა", - განაცხადა ხოფერიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner